GE

უნივერსიტეტები, რომელთაც არ აქვთ აღრიცხული და შეფასებული მფლობელობაში არსებული ზოგიერთი მიწა

ფოტო –
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ , არის ჯი (c)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ შეფასებული და ბალანსზე აღრიცხული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლებზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები. ამის შესახებ საუბარია აუდიტის მიერ გამოქვეყნებული უახლესი დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილში.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი გარემოების თანახმად:

„აღნიშნულის მიზეზია ის, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, უნივერსიტეტებს გადმოეცათ ამავე კვლევითი დაწესებულებების უძრავი ქონება. გადმოცემის დროს უნივერსიტეტების ბალანსზე ასახულია მხოლოდ შენობა- ნაგებობები და ცალკე არ არის გამოყოფილი და აღრიცხული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც ეს შენობა-ნაგებობებია განთავსებული. ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს იმ უნივერსიტეტების მიწის ნაკვეთების რაოდენობასა და ფართობს, რომელთა რეალური ღირებულება არ არის შეფასებული და „არაწარმოებული აქტივების“ მუხლზე ასახული.

ეს უნივერსიტეტებია:

სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია საკითხთან მიმართებით ამგვარია:

“განხორციელდეს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეფასება და ბალანსზე ასახვა. გამონაკლისი შემთხვევები დეტალურად და არგუმენტირებულად განიმარტოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში”.

ზოგიერთ უნივერსიტეტში ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას ქაღალდზე აწარმოებენ – აუდიტის დასკვნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური