GE

უნივერსიტეტებმა 2022 წლის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ – ბრძანება

უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც 2022 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტთა მიღებას შეძლებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის შესაბამისი ბრძანება 14 სექტემბერს გამოქვეყნდა.

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით, საგანმანათლებლო დაწესებულებამ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უნდა წარუდგინოს.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 10 ოქტომბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ცენტრი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრისა, განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – წერია ბრძანებაში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური