GE

უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი” (198) – ხიდი განათლებას, დასაქმებასა და პიროვნულ განვითარებას შორის!

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი” (N 198)— უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. უნივერსიტეტის სახელწოდება მომდინარეობს იმ მისიიდან, რომელიც “ალტერბრიჯმა” წლების მანძილზე დაისახა. “ალტერბრიჯი” – ანუ ხიდი განათლებას, დასაქმებასა და პიროვნულ განვითარებას შორის.

პროგრამები

საბაკალავრო პროგრამა:
საზოგადოებრივი ურთიერთობები უნივერსიტეტ საბაკალავრო პროგრამა შედგენილია თეორიული და პრაქტიკული სწავლების მაქსიმალური შერწყმით. სწორედ ამიტომ, ალტერბრიჯის კურსდამთავრებულები არიან კომუნიკაციის კვალიფიციური მენეჯერები და არაჩვეულებრივი ფსიქოლოგები.

სამაგისტრო პროგრამა:
სტრატეგიული კომუნიკაციები სასწავლო კურიკულუმი დაგეგმილია დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და სფეროში არსებული ტენდენციების მაქსიმალური გათვალისწინებით.

ისტორია

უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბება სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი” 2018 წელს დაფუძნდა, მის დაარსებას საფუძველი PR აკადემიამ დაუდო. უნივერსიტეტის მისია, ხედვა, განვითარების სტრატეგია, სტრუქტურა, პროგრამები, პერსონალი, კვლევა, ინფრასტრუქტურა, რესურსები სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელსაც დღესდღეობით უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი” აკმაყოფილებს. უნივერსიტეტის კამპუსი ერთ-ერთ ყველაზე ეკომეგობრულ ადგილასაა, სადაც სწავლის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და სასიამოვნოა. მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ,,ალტერბრიჯი” დამფუძნებელი და რექტორი გახლავთ ნათია გოცაძე, საჯარო მმართველობის დოქტორი (Ph.d.), ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის ექსპერტი, ტრენერი და კონსულტანტი, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პარტნიორი და ლიცენზირებული პროფესორი. 2020 წელს ალტერბრიჯმა, როგორც უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ, გამოაცხადა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიღება. დღეს უნივერსიტეტი საგრძნობლად გაიზარდა და განვითარდა. სამაგისტრო პროგრამას დაემატა საბაკალავრო პროგრამაც. მიმდინარეობს სხვადასხვა პროგრამებზე მუშაობაც, “ალტერბრიჯი” – განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი კვლავ განაგრძობს წინსვლას და მრავალფეროვან გარემოს ჰპირდება მომავალ ალტერსტუდენტებს. უნივერსიტეტის მომავალი მთლიანად მიეძღვნება პიროვნული და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო შესაძლებლობის შექმნას.

საგანმანათლებლო პროგრამები:

 II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა − მოხელის მენეჯერული უნარები
პროგრამა მოიცავს 5 მოდულს და მასში შემავალი სასწავლო მოდულებისთვის დროს ერთეულის გადანაწილება არის 1 შეხვედრა სამუშაო დღეებში არაუმეტეს 4 საკონტაქტო საათისა და არასამუშაო დღეებში არაუმეტეს 6 საკონტაქტო საათისა. საკონტაქტო საათების დრო თოთოეულ მოდულზე ნაწილდება შემდეგი პრინციპით: – თეორიული სწავლება: 30% – პრაქტიკული სწავლება: 70% პროგრამის მოდულების გეგმა და საათების გადანაწილება: • მოდული N1: სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა(სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება). – 8 საათი • მოდული N2: მომსახურების ხარისხის მართვა, რისკების და ცვლილებების მართვა – 8 საათი • მოდული N3: გადაწყვეტილებების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა. გუნდის გაძლიერება და მოტივირება,გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა ადგილზე.- 6 საათი • მოდული N4: პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური მოლაპარკებები,მედიასთან მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლები. – 8 საათი • მოდულიN5: საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება,ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები – 6 საათი.

IV და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა – პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება
თანამედროვე სამყაროში კარგი კომუნიკაციის, სწორი დროის მართვის და ხარისხიანი მომსახურების გარეშე წარმოუდგენელი ეფექტურად წარიმართოს სამუშაო პროცესი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორად იქნას გააზრებული ეთიკის როლი საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებულ პრაქტიკულ საქმინობაში. შესაბამისად, სასწავლო კურსი ითვალისწინებს საჯარო მოხელეთა ისეთი უნარების გაუმჯოესებაზე რომელიც საშუალებასმისცემს საჯარო მოხელეთა ყოველდღიურ საქმიანობაში განხორციელებული საქმიანობა ან მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნოს საჯარო სამსახურისთვის მნიშვნელოვან პრონციპებზე და ღირებულებებზე.

ეგზისტენციალური ანალიზი
ეგზისტენციალური ანალიზის ცენტრალურ თემას წარმოადგენს ცხოვრება შინაგანი თანხმობით, რომლის მიღწევასაც ეგზისტენციალური ანალიზი ახორციელებს ადამიანის საკუთარ თავთან მისვლით და ცხოვრებისეული გამოწვევების პირისპირ დგომით.
უნივერსიტეტის რესურსები

უნივერსიტეტში მოქმედებს ტრენინგ ცენტრი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სასერთიფიკატო პროგრამები. ტრენინგ ცენტრი უნიკალური შესაძლებლობაა მათთვისაც, ვისაც ეფექტური უნარ-ჩვევების გამომუშავება და რეალიზაცია სურს. ტრენინგებს მუდამ კვალიფიცირებული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი უძღვება.

უნივერსიტეტი “ალტერბრიჯის” სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm