GE

ვაკანსია EDU.ARIS.GE-ზე – რედაქტორი/პროდიუსერი (ორი პოზიცია)

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის/ პროდიუსერის პოზიციაზე (განათლების მიმართულებით) სრული განაკვეთით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

აუცილებელი მოთხოვნები:
თხრობისა და წერის კარგი უნარები, მულტიმედია წარმოების გამოცდილება, სოციალური მედიის ცოდნა, ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება, რედაქტორის/პროდიუსერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:
ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება, რეპორტიორების მართვა, მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 1875 ლარიდან (გადასახადების ჩათვლით), თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2021

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ასევე 5 პუბლიკაცია მაძიებლის ავტორობით/თანაავტორობით/ხელმძღვანელობით მისამართზე: jur-cv@aris.ge, თემაში მიუთითეთ – „რედაქტორი“

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმე პუბლიკაციების გარეშე არ განიხილება.

შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!

Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს: edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).

ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm