GE

ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღევანდელ ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მისი მოადგილე თამარ გაბუნია და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.

“ჩვენ დღეს ვიწყებთ სწორედ პედაგოგებისთვის განსაკუთრებულ აქციას და დარწმუნებული ვარ ჩვენი ორივე უწყების ძალისხმევით შევძლებთ, სკოლებში შევიტანოთ ის უსაფრთხოება, რომელიც მოგცემს საბოლოო ჯამში გარანტიას, რომ თითოეული ჩვენი ბავშვისთვის შევქმნათ სკოლებში უსაფრთხო გარემო”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა კი ვაქცინაციის მიზანზეც ისაუბრა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი მთელი საქართველოს მაშტაბით. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების, ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ეს არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

“ვაქცინაციის გზა არის მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ, მოხარული ვარ, რომ აქ გხედავთ, პანდემია უნდა დასრულდეს ბავშვებისთვის და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სკოლებში უსაფრთხო გარემო. ამიტომ თვქნი ამ პროცესში მონაწილეობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პედაგოგებს.

ღონისძიების ფარგლებში პირდაპირ ეთერში რამდენიმე მასწავლებელი აიცრა. მათ აცრა საზოგადოებისთვის ცნობილმა ექიმებმა ჩაუტარეს, მათ შორის პედიატრმა თემურ მიქელაძემ და ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„მე ვაპირებ ავიცრა პირველივე შესაძლებლობისთანავე“ – უნივერსიტეტების რექტორები იმუნიზაციის მნიშვნელობაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური