GE

ვარსკვლავების რაოდენობა ჩვენს გალაქტიკაში ხეების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია – საინტერესო ფაქტები სტატისტიკის სამყაროდან

როგორია თქვენი რეაქცია როდესაც უამრავ ციფრსა და გრაფიკს ხედავთ, ან სიტყვა „სტატისტიკა“ გესმით? ვფიქრობთ, როგორც წესი, თქვენ მათ უბრალოდ უგულებელყოფთ. თუმცა არა ამ შემთხვევაში. ამ სტატიაში ჩვენ თავი ყველაზე საინტერესო სტატისტიკურ ფაქტებს მოვუყარეთ. ისინი გარე სამყაროზე ცოტა მეტს მოგვითხრობენ. მაგალითისათვის, იცოდით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად 1700 ადამიანი მილიონერი ხდება? ან ის, რომ ყველაზე მეტი ბავშვი ხუთშაბათ დღეს იბადება? გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ჩვენ პლანეტაზე მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული.

1.ბანგლადეშის მოსახლეობა რუსეთის მოსახლეობაზე დიდია

დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, პატარა ქვეყნის, ბანგლადეშის მოსახლეობა უზარმაზარი რუსეთის მოსახლეობას 20 მილიონზე მეტი ადამიანით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ბანგლადეშის ფართობი რუსეთის ფართობზე 116-ჯერ პატარაა.

2.ვარსკვლავების რაოდენობა ჩვენს გალაქტიკაში ხეების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე მეტი ხეა,  ვიდრე ცაზე ვარსკვლავი. ახლა პლანეტაზე დაახლოებით 3 ტრილიონზე მეტი ხეა, მაშინ, როდესაც ვარსკვლავების რაოდენობა 400 მილიარდია.

3.მსოფლიოს მასშტაბით გერმანიაში ბავშვთა მოსახლეობის წილი ყველაზე დაბალია

გერმანიაში 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები მოსახლეობის მხოლოდ 12% შეადგენენ, მაშინ როდესაც კენიაში მოსახლეობის ამ ჯგუფზე მთელი 40% მოდის.

4.მერი და ჯეიმსი ყველაზე პოპულარული სახელებია

1917-2016 წლებში ყველაზე პოპულარული სახელები იყო ბიჭისთვის – ჯეიმსი და გოგონასთვის – მერი. ამ პერიოდში ჯეიმსი თითქმის 5 მილიონ ბიჭს დაარქვეს, ხოლო სახელი მერი დაახლოებით 3,5 მილიონი გოგონასთვის შეარჩიეს.

5.ჩინეთი – ,,ოქროს რესპუბლიკა“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ოქრო მოიპოვება. ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ უკვე მთელი ათწლეულია ჩინეთში ოქროს მოპოვების მაჩვენებელი წელიწადში 440 ტონას შეადგენს.

6.შვედეთში 200 000-ზე მეტი გვარად კარლსონია

ყველასათვის ნაცნობი გვარი – კარლსონი, შვედეთში საკმაოდ პოპულარულია. მას ყველაზე გავრცელებულ გვარებს შორის საპატიო მესამე ადგილი უჭირავს: მას 200 000-ზე მედი ადამიანი ატარებს. ხოლო პირველ ადგილზე არის გვარი ანდერსონი: ის თითქმის 240 000 ადამიანს ეკუთვნის.

7.დედამიწის მოსახლეობა ათას წელიწადში 22-ჯერ გაიზარდა

დედამიწის მოსახლეობა 1000-დან 2000 წლამდე 22-ჯერ გაიზარდა. 1000 წლის 1 ივლისს ის 275 000 000 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2000 წლის 1 ივლისს დედამიწა 6 145 006 989 მოსახლეს იტევდა.

8.მთელი ცხოვრების მანძილზე, დედამიწის შემოვლა 4,5-ჯერ არის შესაძლებელი

ყოველდღიურად ადამიანი საშუალოდ 750 ნაბიჯს გადის, ამასთან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელიწადს შეადგენს. მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანს მთელი 180 000 კილომეტრის გავლა შეუძლია. ასეთი მანძილი ადამიანს დედამიწის (ეკვატორის გასწვრივ) 4,5-ჯერ შემოვლის საშუალებას აძლევს.

9.ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანები ტელევიზორს დღეში 4 საათზე მეტხანს უყურებენ

ყოველდღიურად, დღის მეხუთედ ნაწილს (270 წუთი) ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებლები ტელევიზორის ყურებაში ატარებენ. მეორე ადგილი პოლონეთმა დაიკავა, სადაც ადამიანები ტელევიზორს დღეში 264 წუთს უყურებენ.

10.შაბათ დღეს ყველაზე ცოტა ბავშვი იბადება

სტატისტიკოსებმა ისიც კი დაადგინეს, თუ რომელ დღეს იბადება ყველაზე ბევრი ბავშვი. ამგვარად წამყვანი ადგილი ხუთშაბათს ეკუთვნის (17,5%), მეორე ადგილზეა ორშაბათი (14,2%), ხოლო დაბადებისათვის ყველაზე არაპოპულარული დღე არის შაბათი (12,5%).

11.წერილების 90% არის სპამი

მთელ მსოფლიოში, ცნობილი კომპანიის Cisco-ს მონაცემების მიხედვით, ელექტრონული ფოსტის დახმარებით გაგზავნილი წერილების 90% ე.წ სპამია.

12.დანიელი ქალები ყველაზე მშრომელი დედები არიან

სტატისტიკის მიხედვით, დანიაში დედების 82% ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ რეიტინგში შესულია შვედეთი, ნიდერლანდები და სლოვენია. ბოლო ადგილი საბერძნეთმა დაიკავა, სადაც დედების 50%-ზე ნაკლები მუშაობს.

13.წამში McDonald’s 75 ბურგერს ყიდის

სწრაფი კვების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი McDonald’s წამში 75 ბურგერს ყიდის. კვების ამ ობიექტს სპეციალური საიტიც აქვს. ის გაყიდული საქონლის რაოდენობასა და დროის გარკვეულ მონაკვეთში მომხმარებლის რაოდენობას განსაზღვრავს.

14.ყოველდღიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1700 ადამიანი მილიონერი ხდება

მსოფლიოში ბევრად მეტი მილიონერია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად  1700 ადამიანი მილიონერი ხდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამერიკაში 8 მილიონზე მეტი მეურნეობაა, რომელთა შემოსავალი წელიწადში 1 მილიონ დოლარს აღემატება და მათ რიცხვში უძრავი ქონება და ფუფუნების საგნები არ შედის.

რომელი ფაქტი მოგეწონათ ან რომელმა გაგაოცათ ყველაზე მეტად?

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: adme

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური