11 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ მესამე შეხვედრა.
შეხვედრის თემა: „რა მიზნები გვაქვს ბავშვებთან მუშაობისას“
დიდი ინტერესის გამო შეხვედრაზე ასევე ვისაუბრებთ აღმზრდელების გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრის მონაწილეები: ხათუნა დოლიძე, თამთა კუხალეიშვილი
დრო: 11 თებერვალი, 17:00 საათი
შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი.