GE

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი სტუდენტებს Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP) მიერ აკრედიტებულ პროგრამებს შესთავაზებს

ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონალური კამპუსი საქართველოში გასახსნელად ემზადება. ვებსტერი აშშ-ს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია, რომელიც აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) – ის მიერ. აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში და, მათ შორის, საქართველოში. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

საქართველოში აშშ-ს მოწინავე სასწავლებლის, ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონალური კამპუსის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია 2020 წელს დაანონსდა. კამპუსის გახსნის შესახებ განცადების გაკეთების ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტი აშშ-დან, ჯულიან შუსტერი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ. ერთი წლის შემდეგ ინფრასტრუქტურის მზადება დასრულებულია და კამპუსი უკვე მზადაა გასახსნელად. ფილიალი უკვე დაკომპლექტებულია ადმინისტრაციული პერსონალით და მიმდინარეობს აკადემიური პერსონალის შერჩევა. მსოფლიოს ყველა ფილიალიდან, ჯამში 57 პროფესორია ჩართული პროგრამების განვითარებაში, აგრეთვე იგეგმება საქართველოში გამოცხადებული აკადემიური კონკურსის შედეგად არჩეული პერსონალის ჩართვა პროგრამების განხორციელებასა და განვითარებაში.

ვებსტერი საქართველოში სამაგისტრო და საბაკალვრო პროგრამებს განახორციელებს. საბაკალავრო საფეხურზე, იგეგმება პროგრამების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, მასკომუნიკაციების მიმართულებით; სამაგისტრო საფეხურზე კი – საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიის კვლევების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) – ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ. ვებსტერის უნივერსიტეტმა უკვე აამოქმედა აშშ-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელი საქართელოს ფილიალისთვის, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ წვდომა უახლეს ლიტერატურასთან და მაღალი კლასის კვლევებთან.

საქართველოში ვებსტერის კამპუსის გახსნა საქართველოში განათლების რეგიონალური ჰაბის ფორმირების პროცესს მნიშვნელოვნა შეუწყობს ხელს. ამ დროისთვის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში სწავლით დაინტერესებული არიან სტუდენტები უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური