GE

ვინ როგორ აიღებს ატესტატს – განათლების სამინისტროს განცხადება!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის აღების ახალი პრინციპის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

  • იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.
  • მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
  • კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

ამავე თემაზე:

ჩააბარებენ თუ არა მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეები წელს შიდა სასკოლო გამოცდებს

ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური