GE

ვინ უნდა გადაიხადოს სტუდენტთა მობილობისთვის რეგისტრაციის თანხა და რამდენი ვაკანტური ადგილია გამოყოფილი

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო.  მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე – www.students.eqe.ge.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (SMS).

შეგახსენებთ, რომ მობილობის საფასური 40 ლარია, თუმცა ის სტუდენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელები არიან გადასახადისაგან თავისუფლდებიან.

მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან “საქართველოს ბანკის” სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

განათლების სამინისტროს ცნობით, მობილობაში მონაწილეობას იღებს 45 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ გამოცხადებულია 7790 ვაკანტური ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

1. შპს – ევროპის უნივერსიტეტი
2. სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
3. შპს – უმაღლესი სასწავლებელი “ჯორჯია”
4. შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
5. შპს – სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
6. შპს – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
7. სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”
9. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
10. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 6 თებერვალს და დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები და ეტაპები განისაზღვრა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური