GE

ვინც საგნობრივი კომპეტენცია 10 კრედიტქულაზე დაადასტურა, გამოცდაჩაბარებულად ითვლება – პრემიერის ბრძანება

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენცია 10 კრედიტქულაზე აქვთ დადასტურებული, საგნის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აღარ აქვთ –  ამის შესახებ ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 27 ივნისს გამოქვეყნდა.

„2020 წლის 31 იანვრამდე სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც 2021 წელს საგნის გამოცდის ჩაბარების ნაცვლად საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურა 10 კრედიტქულაზე, საგნის გამოცდა ჩაეთვალოს ჩაბარებულად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

განმარტება: ცვლილება ეხება მხოლოდ რამდენიმე პედაგოგს, რომლებიც არასწორად დარეგისტრირდგენ 2021 წელს გამოცდაზე, ჩააბარეს და ვერ ხდებოდა შედგების აღიარება.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელთა სქემაში შესულ ცვლილებებს პრემიერმა ხელი მოაწერა – ვინ გახდება უფროსი მასწავლებელი

რა ახალი გამონაკლისი დაუშვა განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის – ცვლილება სქემაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური