GE

ვის შეუძლია აიცრას ჩინური ვაქცინით – საბჭოს გადაწყვეტილება

გასულ კვირას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინით ასაცრელთა ჯგუფებში, ვაქცინაციის საბჭო სკოლის და ბაღის პედაგოგების ჩართვის შესახებ მსჯელობას გეგმავდა.

საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აცრის უფლება არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლებს, არამედ 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს ექნება. ამის შესახებ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

„ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა. 29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია, სადაც „სინოფარმი“ არის უსაფრთხო და მილიონობით მოქალაქეს აქვს გამოყენებული ის”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც ვაქცინაციის ოფიცრების გადამზადებას გულისხმობს, ისინი კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფრომაციას მიაწვდიან და რეგისტრაციის პროცესშიც დაეხმარებიან.

„სულ დისტანციურ სწავლებაზე ხომ ვერ ვიქნებით, აცრა პედაგოგებისთვის აუცილებელია!“ – 61 წლის აცრილი მასწავლებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური