GE

ვის შეუძლია მოიპოვოს სასწავლო სამაგისტრო გრანტი სოციალური პროგრამის ფარგლებში – განაცხადების მიღება დაიწყო

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტთა დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ, ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 18 ოქტომბერს გაავრცელა. სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები ელექტრონულ პორტალ socreg.mes.gov.ge-ზე მიიღება. რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ რეჟიმში წარიმართება და 2021 წლის 1 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

,,აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის სრულ დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 205000 ლარს შეადგენს“, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვინ შეიძლება მოიპოვოს სასწავლო სამაგისტრო გრანტი სოციალური პროგრამის ფარგლებში:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა შვილებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებმა ანდა მათმა შვილებმა;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა;
  • სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები).

საჭირო დოკუმენტების ნუსხა და დეტალური ინფორმაცია სოციალური პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური