GE

ვისზე გაიცემა ოქროსა და ვერცხლის მედლები ოქტომბერ-ნოემბერში და როდის ეკუთვნით ჯილდო 2021 წლის სკოლადამთავრებულებს

EDU.ARIS.GE – სთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს უკვე შეატყობინეს, რომ კუთვნილი და მრავალგზის დაგვიანებულ მედალს მიიღებენ.

15 ოქტომბერს ჩვენ გავარკვიეთ, რომ ვინაიდან მედლების შესყიდვების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, შესაძლოა, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უკვე დაუკავშირდნენ კიდეც, მაგრამ არა ყველას.

როგორც განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახური EDU.ARIS.GE – სთან განმარტავს, კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედალს 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ის კურსდამთავრებულები მიიღებენ, ვისაც სკოლა გასულ წლებში ჰქონდათ დამთავრებული და ჯილდოს მიღება დაუგვიანდათ. ის მოსწავლეები კი, ვინც სკოლა წარჩინებით წელს დაამთავრეს, მომავალ წელს უნდა დაჯილდოვდნენ.

“ოქტომბერში, მაქსიმუმ ნოემბერში გადაეცემათ”, – გვითხრეს უწყებაში და დაგვიზუსტეს, რომ დეკემბერში ეს პროცესი აღარ გადაიწევს.

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ წარჩინებული ყოფილი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ჯილდოს, ოქროსა და ვერცხლის მედლებს სამი წლის კურსდამთავრებულები დღემდე ელოდებიან. ბოლო მონაცემებით, 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადასცემოდათ, თუმცა პროცესი ისევ შეფერხდა.

ასევე იხილეთ:

2021 წლის სექტემბერი: როდის გადაეცემათ წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური