ვორქშოპ- სემინარი
2013 წლის 11 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება ვორქშოპ-სემინარი:–”ახალი ჰორიზონტები თერაპიულ, ინტერვენციულ და ქირურგიულ ჰეპატოლოგიაში”.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის იმპერიული კოლეჯის ჰეპატო–ბილიარული ქირურგიის პროფესორი, ჰამერსმიტის ჰოსპიტალის ონკოლოგიისა და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნ. ჰაბიბი, ასევე, თსსუ-ის პროფესორები: მალხაზ მიზანდარი და თინათინ ჩიქოვანი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი, პირველი სართული.
- 8000–ლარიანი ემორის პროგრამა თსსუ–ში – რამდენად ხარისხიანია სამედიცინო განათლება საქართველოში by ARIS.GE-განათლება
- თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის) პროგრამა by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო კლინიკის სამუშაო პროცესს გაეცნო by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი