GE

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე 12 500-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა – დეტალური სტატისტიკა

2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 18 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დარეგისტრირებულებიდან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.

2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევდა საგნის გამოცდას.

“საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ იყო შეზღუდული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება კი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს ჰქონდა”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.

წელს პირველად არაქართულენოვან მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, ჩაებარებინათ მშობლიური ენის გამოცდა. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის სომხური და აზერბაიჯანული ენების ტესტები მომზადდა. მათი რეგისტრაციის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სომხური ენა – 470-მდე მასწავლებელი;
აზერბაიჯანული ენა – 380-მდე მასწავლებელი.

ასევე იხილეთ:

რა გამოწვევების წინაშე დგანან მასწავლებლები 2022 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდისა და სტატუსის ამაღლების მოლოდინში

რა ხდება წამყვანის ან მენტორის სტატუსისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური