GE

წამყვანისა და მენტორის სტატუსისთვის გამოცდას აპლიკანტები ერთი ტესტით ჩააბარებენ – მინიმალური ქულები განისაზღვრა

უფროსი მასწავლებლებისთვის, ვისაც გამოცდით წამყვანის სტატუსის მიღება სურს და იმ წამყვანებისთვის, ვინც მენტორობას აპირებს, ზაფხულში გამოცდა ერთი ტესტით ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაცია დრეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა და გაავრცელა ინფორმაცია მინიმალური საგამოცდო ზღვარის შესახებაც, რომლის გადალახვის შემთხვევაში მასწავლებელი სტატუსის შეცვლისთვის პირველ ნაბიჯს გადადგამს.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV)”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი.

ტესტის მოკლე აღწერა

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:

  • წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა;
  • მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა.

გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის

საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:

22 არჩევითპასუხებიანი დავალებაა;
2 – შესაბამისობის დავალება;
8 – ღია დავალებები;
ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.

„ნაეკი“ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის ტესტის აღწერასა და საგამოცდო პროგრამას აქვეყნებს

ამავე თემაზე:

„ნაეკი“ მასწავლებლების საცდელი ტესტირების შედეგებზე მსჯელობისგან თავს იკავებს – უწყების განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური