GE

წელს აბიტურიენტების 85% ინგლისურ ენას აბარებს – „ძალიან შესამჩნევად კლებულობს რუსულის ჩაბარების მსურველთა რიცხვი“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ამბობს, რომ წელს მკვეთრად არის გაზრდილი ინგლისური ენის ჩაბარების მსურველთა რიცხვი.

„ყოველწლიურად იზრდება ინგლისური ენის ჩამბარებალთა რაოდენობა. დრამატულად იცვლება და მინდა ვთქვა, რომ კლებულობს რუსული ენა ძალიან შესამჩნევად. ასევე კლებულობს მცირედით გერმანულის და ფრანგულის ჩამბარებელთა რაოდენობა, წელს ფრანგულს 80 აბარებს. 85% წელს უკვე არის ის ახალგაზრდები, რომლებიც ინგლისურ ენას აბარებენ. ინგლისური ენა პირველი საერთაშორისო საკომუნიკაციო ენაა და ცხადია, მშობლებიც შვილებიც და საზოგადოებაც უფრო მეტად ამ ენას ირჩევს“, – აღნიშნა რუსუდან ტყემალაძემ რადიო “იმედის” ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, კვლევის თანახმად, რეგიონებში უფრო ნაკლებად მომზადებული აბიტურიენტები არიან და ჩვენმა სისტემამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ინგლისური ენის სწავლებას. უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ თბილისელ ბავშვებს, რადგან ისინი უფრო კარგად არიან მომზადებული, მათ ოჯახებს მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ აბიტურიენტის მომზადებისთვის.

2019 წლის ეროვნული გამოცდები უცხოურ ენებში დღეს სრულდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური