GE

წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება – სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იქნება გაგრილების სისტემებით.

“კონდიცირებასთან დაკავშირებით სიახლეა ის, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი იქნება უზრუნველყოფილი გაგრილების სისტემით”, – განაცხადა სოფო გორგოძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დედაქალაქში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრამდე მისვლის პროცესში არ შეფერხდებიან.

“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სტრუქტურებთან, შესაბამისად, ამ საკითხზეც ვმუშაობთ. ყველა, ეს იქნება მერია თუ სხვა სამსახურები, მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარონ, რათა გამოცდების დღეებში ცენტრებამდე მისვლა არ იყოს გართულებული,”-აღნიშნა ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE – სთან საუბარში.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება – განრიგი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური