GE

წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე ეთიკის კომისია იმსჯელებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ეთიკის კომისია, ამავე სასწავლებლის ლექტორის, ბადრი ფორჩხიძის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე იმსჯელებს.

საუბარია პროფესორ ლევან ალექსიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ლექტორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე.

,,აქამდეც უნდა ჩაძაღლებულიყო’’, – წერს ბადრი ფორჩხიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში. წერეთლის უნივერსიტეტში იგი ფილოსოფიას ასწავლის.

შალვა კირთაძის თქმით, მას პოსტი არ უნახავს, თუმცა, სიძულვილის ენის გამოყენებას არც ერთ შემთხვევაში არ ეთანხმება.

“არ მინახავს რა დაწერა ჩვენმა აკადემიურმა პერსონალმა, თუმცა, ნებისმიერ შეთხვევაში უნივერსიტეტი სიძულვილის ენას არ დაეთანხმება, მით უფრო, როცა საუბარია ლევან ალექსიძეზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. ახლა ყველა თანამშრომელი არის შვებულებაში, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ არ არის გამორიცხული ეთიკის კომისიამ ამ საკითხზე იმსჯელოს”, – ამბობს შალვა კირთაძე.

მისი თქმით, კომისიამ მსჯელობის შედეგად შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება როგორც სიტყვიერი გაფრთხილების, ასევე, მისი უნივერისიტეტიდან გათავისუფლების შესახებ.

წყარო: kutaisipost.ge

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი