GE

წერითი მეტყველების გაუმჯობესებისთვის

ავტორი ნინო ლომიძე

წერითი მეტყველების განსავითარებლად საუკეთესო გზაა წერა.

ყოველდღიური წერითი სავარჯიშოები საგრძნობლად აუმჯობესებს აზრების წერილობით მოწესრიგების უნარს. ზოგჯერ მოსწავლეები ირწმუნებიან:

„არ მაქვს წერის ნიჭი“;

„წერა არ შემიძლია“;

„მუზა თუ არ მეწვია, ვერ ვწერ“

„განწყობა მჭირდება საწერად“.

მე კი ვცდილობ დავაჯერო, რომ წერილობით მოსაზრებების გადმოცემა, საინტერესო თემის დაწერა, მოსაზრებების ფურცელზე გადმოტანა, ფიქრების მოწესრიგება წერილობით ნებისმიერს შეუძლია. „თუ ყოველდღიურად იმუშავებ წერითი უნარის გაუმჯობესებაზე, საბოლოოდ მიზანს აუცილებლად მიაღწევ. თუ გინდა გააუმჯობესო წერითი მეტყველება, უნდა წერო – ეს ერთადერთი ქმედითი რეცეპტია“.

ჩემი დაკვირვებით, წერა არის ისეთი რამ, რაშიც დახელოვნება შეუძლია ყველას. „წერის ნიჭი“, „წერის ტალანტი“ და „მწერლად დაბადებული“ – კლიშეებია. რასაკვირველია, ზოგიერთ ადამიანს უკეთ, მარტივად, ძალისხმევის გარეშეც გამოსდის აზრების წერილობით მოწესრიგება, მაგრამ ეს არ არის სპეციფიკური ნიჭი, რომლითაც მხოლოდ რჩეულები არიან დაჯილდოებულები. ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს ფიქრების მოწესრიგება წერილობით, წერითი მეტყველების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით, მონდომებით, სისტემატური მიდგომით.

მოსწავლეებს ეხმარებათ ასეთი შედარებაც – წერაში დახელოვნება ჰგავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ან სპორტული სახეობის ათვისებას.

ვეკითხები: როგორ მოიქცეოდი, ვიოლინოზე დაკვრა რომ გინდოდეს? აიღებ ვიოლინოს და შეუდგები მეცადინეობას. რამდენიმე ათეული გაკვეთილის შემდეგ შეძლებ მარტივი მელოდიის დაკვრას.

ცურვა თუ გინდა ისწავლო? წყალში უნდა ჩახტე, ტექნიკას დაეუფლო და ივარჯიშო.

თუ გინდა წერო – უნდა დაჯდე და წერო. ოღონდ – ყოველდღე.

წესები:

კითხვის გაგრძელება

 

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური