GE

წიგნების საუკეთესო ეკრანიზაციები

ალბათ ბევრ ჩვენგანს ამა თუ იმ წიგნის ეკრანიზაციის ყურების შემდეგ გაცრუებია იმედი. ისინი ხშირად მოლოდინს იმიტომ ვერ ამართლებენ, რომ რეჟისორი მკითხველთან კონსულტაციას არ გადის. ის მხოლოდ საკუთარ წარმოსახვას ეყრდნობა. რეჟისორი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც წაკითხულ წიგნს კინემატოგრაფიის საშუალებით გადმოგვცემს. ამ დროს ის თავის სუბიექტურ აზრს და ხედვას ეყრდნობა.

სპეციალურად თქვენთვის ჩვენ შევარჩიეთ ფილმები, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბეს და წიგნებს აჯობეს კიდეც. ეს ის შემთხვევებია, როცა მკითხველები და რეჟისორები ერთ ტალღაზე აღმოჩნდნენ. წარმოგიდგენთ ბოლო ორი წლის წიგნების საუკეთესო ეკრანიზაციებს.

„ამერიკელი ღმერთები“

ტელესერიალი ნილ გეიმანის წიგნის მიხედვით არის გადაღებული. მასში გაერთიანებულია ამერიკული კულტურის ელემენტები და ფენტეზი. ასევე  უძველესი და თანამედროვე მითოლოგიის სხვადასხვა განშტოება.

ეკრანიზაციის მთავარმა გმირმა, შედოუ მუნმა ამ ცხოვრებაში ყველაფერი დაკარგა. სასოწარკვეთის მომენტში ის მისტერ ოთხშაბათს ხვდება, რომელმაც მას ახალი სამყარო უნდა დაანახოს.

,,ალმოდებული’’

ეს სამხრეთკორეული თრილერი 2018 წელს, ჰარუკი მურაკამის მოთხრობის –  „ფარდულის დაწვა“ მოტივებზეა გადაღებული. სიუჟეტის ეპიცენტრში სასიყვარულო სამკუთხედი აღმოჩნდება. ფილმში ნაჩვენებია სამი ჯერ კიდევ არარეალიზებული, თუმცა დიდი პოტენციალის მქონდე ადამიანის გრძნობები.

პირადი პრობლემების გადაწყვეტისას გმირები საკუთარ თავს სოციუმიდან ამოვარდნის საშულებას არ აძლევენ. ისინი თავიანთ ურთიერთობას ფსიქოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური ქვეტექსტებით ავსებენ. ყველაფერი ეს მათ სამყაროსგან იზოლაციის საშუალებას არ აძლევს.

“იგი”

ეს არის ამერიკული დრამატული საშინელებათა ფილმი, რომელიც სტივენ კინგის რომანის პირველ ნაწილის მიხედვით არის გადაღებული. ეკრანიზაციამ მას ატმოსფერულობა და დაძაბულობა დაუმატა. მთავრი მოქმედი გმირი არის კლოუნი, რომელიც ბავშვებზე ტერორს ახდენს და მათი შიშით იკვებება.

,,ქუჩის კატა სახელად ბობი“

ეს ეკრანიზაცია ქუჩის მუსიკოსის, ჯეიმს ბოუენის პირად ისტორიას ასახავს. ცხოველების გაცნობამ ის ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან იხსნა.

„მე ვთვლი, რომ ყველაფერი ამ პატარა არსებით დაიწყო. ის ჩემთან მოვიდა და დახმარება ძალიან მთხოვა. უფრო ძლიერ ვიდრე ჩემი სხეული მთხოვდა თვითგანადგურებას. ის არის მიზეზი, რომლის გამოც მე ყოველ დღე ვიღვიძებ… მან ნამდვილად მომცა სწორი მიმართულება, რომელსაც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში მივყვები,“ – ამბობს მწერალი.

„ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“

ჯოან როულინგის ამ წიგნის ეკრანიზაცია ჰარი პოტერის დანართი უნდა ყოფილიყო, თუმცა შედეგად ის დამოუკიდებელი ისტორია გახდა.

მაყურებელი ჰოგვარტსის ჯადოსნურ სამყაროში ღრმად ეფლობა და მის ჯადოსნურ არსებებს შეისწავლის. ეკრანიზაციაში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ჰარი პოტერის მთავარ საგამდე 65 წლით ადრე დაიწყო.

„პირველი მოთამაშე მოემზადე“

ერნესტ კლაინის წიგნის ეკრანიზაცია სტივენ სპირლბერგის მიერ არის შესრულებული. რეჟისორმა მომავლის მოზარდების ფერადი სამყარო აღწერა.

ფილმის გმირები კომპიუტერული თამაშის ვირტუალურ რეალობაში ეფლობიან. მათი მიზანია სააღდგომო კვერცხის აღმოჩენა, დიდი ფულის მოგება და იმ სათამაშოს კონტროლის ხელში ჩაგდება, რომელიც ადამიანებს მართვას.

ეკრანიზაციის გადაღებისას სპილბერგმა ძველ გენიალურ კინოსიუჟეტებს პატივი სცა და ის შემდეგ ფილმებზე მითითებებით აავსო: „უკან მომავალში“, ტერმინატორი 2 – განკითხვის დღე“, ,,საშინელება თელების ქუჩაზე“.

წიგნის ეკრანიზაციის ყურება შეიძლება ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც მისი კითხვა. აირჩიეთ ფილმი გემოვნებით და ყურებას შეუდექით.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: takprosto.cc

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური