GE

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯს გაუუქმდა ავტორიზაცია

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 13 ნოემბრის N 217 გადაწყვეტილებით შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯს გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე – მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან.

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2019 წლის 2 დეკემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური