GE

წვევამდელის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესში ცვლილება შევიდა

„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, “წვევამდელის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით”.

ბრძანებაში დაკონკრეტებული არ არის რა შემთხვევებზე შეიძლება იყოს საუბარი და რას შეიძლება გულისხმობდეს სხვა ნორმატიული აქტები.

ცვლილებამდე, მეოთხე მუხლის პირველი პუნქტი ასე იყო ფორმულირებული: წვევამდელის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. სამსახურის კონკრეტულ დანაყოფებს ან/და კონკრეტულ თანამდებობებს, სადაც  შესაძლებელია წვევამდელთა (გარდა გაწვევით ვადიან სამსახურში მყოფი პირისა) სამსახურში მიღებას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

ჩვენ ვცდილობთ დეტალების დაზუსტებას შესაბამისი სამსახურისგან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური