GE

X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა – საგნები

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა და განისაზღვრა შესაბამისი პირობები.

განათლების სამინისტროს მიერ, 24 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთ საგანში გრიფირება გამოცხადდა X კლასის სრული სასწავლო წლის სახელმძღვანელოზე,ზოგში კი I და II სემესტრის სახელმძღვანელოებზე ცალ-ცალკე, ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გეოგრაფია, მოქალაქეობა, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია.

დაინტერესებულ პირებს გრიფირების განაცხადების წარმოდგენა შეეძლებათ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემდეგ თარიღებში:

  • X კლასის სრულ და X კლასის I სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით;
  • X კლასის II სემესტრის სახელმძღვანელოს მაკეტთან დაკავშირებით – 2022 წლის 25-31 ივლისს.

სამინისტრო განმარტავს, რომ გრიფირებასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს ავტორთა საკონსულტაციო შეხვედრები საგნობრივ ექსპერტებთან, რომლის განრიგი დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

გრიფირების პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები

სახელმძღვანელოების მაკეტები საჯაროდ უნდა დაიდოს პორტალზე https://grifireba.emis.ge/ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს და წარადგინოს საკუთარი შენიშვნები ან მოსაზრებები.

ასევე იხილით:

განათლების სამინისტრომ დაიკანონა უფლება, რომლის მიხედვითაც გრიფირებულ სახელმძღვენელოს ორ წელში ერთხელ შეცვლის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური