XI–XII კლასის მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტი 2 მაისს ღია კარის დღეს მართავს
ალტე უნივერსიტეტი 2 მაისს მართავს ღია კარის დღეს, რომელიც განკუთვნილია XI–XII კლასის მოსწავლეებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, დაესწრონ თემატურ ვორკშოპებს და პრაქტიკულად გაეცნონ არჩეულ მიმართულებებს. ასევე, ისინი გაეცნობიან უნივერსიტეტის გარემოს, სტუდენტურ ცხოვრებას, სწავლის დაფინანსების მექანიზმებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებს.
ღია კარის დღის მონაწილეები შეხვდებიან სკოლის დეკანებს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და აკადემიურ პერსონალს, რომლებიც უპასუხებენ მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს.
ვორკშოპების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ვიქტორინაში, რომლის ფარგლებში გათამაშდება BUCKSWOOD-ის სკოლასთან ერთობლივი პროექტის – კარიერული განვითარების სამდღიანი ბანაკის საგზური.
ღონისძიების დეტალები:
2 მაისი, 12:00–16:00
ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ. #10
ღია კარის დღეზე დასასწრებად, რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.
-
ალტე უნივერსიტეტმა XI-XII კლასების მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი – „კარიერული განვითარების ბანაკი 2026“ იწყება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის Arduino ჰაკათონი გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი