ხუთ საბავშვო ბაღს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ხუთ საბავშვო ბაღს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ახმეტის სამ და საგარეჯოს ორ ბაღში უწყებამ გეგმიური ინსპექტირებისას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა.
სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებების სამზარეულოებში გაუმართავია სავენტილაციო სისტემა, რაც ჭერის დაობებისა და საკვებში დაბინძურებული ნაწილაკების მოხვედრის საშიშროებას ქმნის.
ახმეტისა და საგარეჯოს ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელების თქმით, სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა გამოყოფილია, თუმცა როდის დასრულდება პროცესი უცნობია.
- მასწავლებლის აღიარების, დაფასებისა და მხარდაჭერის როლი სწავლა-სწავლების პროცესში – მაგალითები by განათლებული ბლოგი
- კედლის ჩამონგრევის გამო, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია – მშობლების პოზიცია by ARIS.GE-განათლება
- „მხარდამჭერები ვიყოთ“ – რა სურთ „ჯენ ზი“ და „ალფა“ თაობებს და როგორ უნდა აირიდოს მათთან კონფლიქტი მშობელმა ან პედაგოგმა by ARIS.GE-განათლება