GE

„ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაცია და მისი გადამოწმების გზები” – საჯარო ლექცია “ლიგამუსში”

26 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა ილიაუნის პროფესორის, ნინო დანელიას საჯარო ლექცია თემაზე: „ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაცია და მისი გადამოწმების გზები”.

ლექცია მოეწყო მედიაწიგნიერების კამპანიის ფარგლებში, რომლის ინიციატორია ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი. კამპანიის მიზანი ახალგაზრდებში ყალბი ინფორმაციის შესახებ ცოდნის ამაღლებაა.

ლექციათა ციკლის დასრულების შემდეგ კამპანიისთვის შერჩეული ათი სტუდენტი იმოგზაურებს საქართველოს რეგიონებში, გამართავს დისკუსიების სერიას სკოლებში და დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩაატარებს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისკენ მიმართულ შეხვედრებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური