GE

ყოველ წელს კერძო სკოლების ვაუჩერს ჟურნალის ღირებულების თანხა დააკლდება

ყოველ წელს კერძო სკოლებზე გასაცემ ვაუჩერს თანხა დააკლდება. ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით შევიდა.

როგორც 27 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ყოველ წელს კერძო სკოლებზე გასაცემი ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა.

ჟურნალის ღირებულების დაკლება სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოხდება.

ბრძანების სრული ვერსია იხილეთ აქ.

ამავე თემაზე:

რა თანხა გამოეყოფათ სკოლებს დამატებით მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში – დადგენილება

საჯარო სკოლის სამედიცინო კაბინეტში დასაქმებულის ანაზღაურება 470 ლარი იქნება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური