GE

ყოველდღიური პროგრამა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის – თბილისში დღეიდან საახალწლო სოფელი იხსნება

24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქში საახალწლო სოფელი მოეწყობა. დედაქალაქის მერიის 23 დეკემბრის ინფორმაციით, საახალწლო სოფელი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული.

„საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

საახალწლო სოფელში მისვლის შესაძლებლობა სტუმრებს დღის პირველი საათიდან ექნებათ. სოფელში წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ადგილზე ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები – წარმოდგენები ბავშვებისთვის, კონცერტები, ელექტრონული მუსიკის საღამოები. გასართობი ღონისძიებები 14 იანვრამდე გასტანს და დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

მერიის ინფორმაციით, საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.
დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.

საახალწლო სოფლის ყოველდღიური პროგრამა:

ორბელიანის მოედანი

24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 – 20:00

  • სანტას სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად
  • საბავშვო ვორქშოფი
  • საახალწლო ბაზარი (სამეწარმეო და კვების ზონები)
  • ზღაპრის გმირები
  • საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები
  • ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად
  • ინსტალაციები: გიგანტური ნაძვის ხის სათამაშოები, „სანტას გადაფრენა“

19:00 – 22:00

  • მუსიკალური საღამოები
  • ელექტრონული მუსიკა

ათონელის ქუჩა

24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 – 20:00

საციგურაო მოედანი

  • ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად
  • ტკბილეულის ბაზარი
  • ზღაპრის გმირები
  • ინსტალაციები: კომეტა, გიგანტური ელფები, გიგანტური საახალწლო მანათობელი სათამაშოები, ჟონგლიორი ელფები, საახალწლო ლამპიონები, Moet & Chandon და ნაძვის ხე

დედაენის ბაღი

24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 – 20:00

  • საახალწლო ბაზარი (სამეწარმეო და კვების ზონები)
  • ზღაპრის გმირები
  • კინოთეატრი
  • გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრეები
  • ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად
  • ინსტალაციები: გიგანტური გირჩები, ანბანი, გიგანტური საახალწლო სათამაშო, კარუსელი, გიგანტური ვარსკვლავი, გიგანტური კანფეტები

19:00 – 22:00

  • მუსიკალური საღამოები
  • ელექტრონული მუსიკა

9 მარტის ბაღი

24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 – 20:00

  • საბავშვო ატრაქციონები
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური