GE

ყოველი მეხუთე სტუდენტის კითხვა საქართველოში – „რატომ ვაბარებდი?“

საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტი VI“ მიხედვით, გამოკითხული ქართველი სტუდენტებიდან ყოველ მეხუთეს (21 % ) აწუხებს კითხვა – „სწავლა სწორი გადაწყვეტლება იყო თუ არა?“

კვლევის მიხედვით, შეგროვდა მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია შეფასდეს სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი და ევროპელი სტუდენტების გადაწყვეტილებები. კვლევის შესახებ ინფორმაციას “IPM კვლევები” ავრცელებს.

სტუდენტებმა შეაფასეს დებულებები, რომლებიც ეხებოდა უმაღლეს განათლებაში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებას. მათ შორის, სტუდენტებმა შეაფასეს შემდეგი დებულებები:

„ყოველთვის ნათელი იყო, რომ როდესმე მაინც ვისწავლიდი“ – კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთაგან თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლას დაიწყებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტები თავდაჯერებულობით ლიდერობენ (86,5%) ალბანეთის შემდეგ (91,9%), ჩეხ სტუდენტებს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ (34,2%).

„ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ უმაღლეს განათლებაში ჩემი ადგილი არ არის“ – ქართველი სტუდენტების 13.8% (სრულიად) ეთანხმება ამ დებულებას. უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად რუმინელი (27%) და უნგრელი (21.4%) სტუდენტები აყენებენ ეჭვქვეშ.

„ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, სწავლა სწორი გადაწყვეტლება იყო თუ არა“ – დებულება კვლევის მონაწილეებმა შემდეგნაირად შეაფასეს: ხორვატი სტუდენტები ამ კითხვას თავს ყველაზე იშვიათად უსვამენ (10.4%), პოლონელები კი – ყველაზე ხშირად (28.4%), ხოლო გამოკითხული ქართველი სტუდენტებიდან ყოველ მეხუთეს აწუხებს ეს კითხვა (21%).

წყარო: ipm

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური