GE

ყველა კრიტერიუმი, რომელიც სამაგისტრო პროგრამის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ

რატომ არის სამაგისტრო პროგრამა კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი? ის გეხმარება კიდევ უფრო მეტი ცოდნა მიიღო შენს სფეროში და ეს ცოდნა იყოს არა ზოგადი, არამედ ვიწრო მიმართულებით სპეციალიზირებული. სამაგისტრო პროგრამა საშუალებას გაძლევს, გახდე შენი სფეროს ექსპერტი და იმუშაო მაღალი რგოლის მენეჯმენტში საერთაშორისო დონეზეც კი. სამსახურის მაძიებლები, ვისაც სამაგისტრო პროგრამა აქვს დამთავრებული, ბევრად უფრო მოთხოვნადი არიან დასაქმების ბაზარზე, ვიდრე საბაკალავრო კურსდამთავრებულები. თუმცა თითოეული ამ უპირატესობით ის მაგისტრანტები სარგებლობენ, რომლების უნივერსიტეტსა და სასწავლო პროგრამას სწორად არჩევენ. არჩევანის გაკეთება მარტივი არაა და ამ დროს რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებაა საჭირო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების და ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps სამაგისტრო პროგრამების მაგალითზე განვიხილოთ ის 5 მთავარი კრიტერიუმი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

კავშირი ინდუსტრიასთან

ინდუსტრიასთან კავშირი აუცილებელია როგორც უახლესი ტენდენციების თეორიული და პრაქტიკული კუთხით შესასწავლად, ისე კავშირების დასამყარებლად. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაფუძნებისთანავე თანამშრომლობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სასწავლო-კვლევითი მიზნებისთვის უნივერსიტეტში მოქმედებს მაღალტექნოლოგიური ციფრული ლაბორატორიები, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს უახლესი მიღწევები პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული სისტემების მიმართულებით.

გაცვლითი პროგრამები და ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა

გარდა იმისა, რომ BTU საერთაშორისო სტანდარტების განათლებას სთავაზობს სტუდენტებს, უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახური უზრუნველყოფს მათ გაცვლით პროგრამებში ჩართულობას.  გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა მაგისტრანტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.

ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობაც ეძლევათ. ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან (Polytechnic Institute of Braganca, Portugal) თანამშრომლობა BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგსისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და პორტუგალიაში სამაგისტრო პროგრამის ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს.

დასაქმება

უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, სასწავლო პროცესში გამოყენებული უახლესი ციფრული ტექნოლოგიები და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს წარმატებით დასაქმდნენ არა მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ, არამედ სწავლის პერიოდშივე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ყველაფერს, რაც არა მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯმენტში დასაქმებისთვის, არამედ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

საერთაშორისო სერტიფიცირება

BTU-ში, სტუდენტებს ეძლევათშესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ. სტუდენტებს აღნიშნული შესაძლებლობა ეძლევათ შეთავაზებული კურსების ფარგლებში:

სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps ყველაზე მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამაა მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში კი მას მხოლოდ BTU ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნისა და აქტუალური უნარების მქონე საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი. კურსდამთავრებული შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენებას, სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და ცვლილებების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე – კომპანიის IT-ის სტრუქტურის შექმნასა და მართვას, მომხმარებელთა მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამაღლებას, არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციას, სხვადასხვა პროცესების დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას, აგრეთვე, ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების ინიცირებასა და დანერგვას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტი, პროფესორები საერთაშორისო გამოცდილებით და მოწვეული ლექტორები კომპანიების DevOps დეპარტამენტებიდან.

DevOps-ს იყენებენ ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა: Amazon, Netflix, Adobe, Sony Pictures, Target, Walmart, Facebook, Etsy, Nordstrom, Fidelity Worldwide Investment. სწორედ ამიტომ არის მისი ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე დანერგვა მეტად მნიშვნელოვანი.

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას წამყვან საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპანიებში, ფინანსურ დაწესებულებებში, საბანკო და სადაზღვევო სექტორში, სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო კომპანიებში, კომპუტერული და ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების კომპანიებსა და ასევე ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება მონაცემთა ცენტრალიზებული დამუშავება. გარდა ამისა, პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებში, საჯარისო ნაწილებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრებში, უშიშროების, დაზვერვისა და სხვა სპეც. სამსახურებში.

პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც DevOps-ის სპეციალისტები, გარდა ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებისა, პასუხისმგებელნი არიან ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს მზარდ მიმართულებას. DevOps-ის ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურას და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მათ შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ჯგუფებთან.

ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპისაერთო სამაგისტო გამოცდა;

  • ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • გამოცდა სპეციალობაში.

სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მაგისტრანტობის მსურველმა კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს სამი ეტაპი:

  • საერთო სამაგისტო გამოცდა;
  • ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • გასაუბრება სპეციალობაში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური