GE

ყველაზე ხშირად დაშვებული 7 შეცდომა რუსულ ენაში

ენათმეცნიერების დარგში მოღვაწე პროფესიონალები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სწორად წერისა და მეტყველებისთვის ბევრი კითხვაა საჭირო. თუმცა კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებების რეგურალურად კითხვის შემთხვევაშიც კი არსებობს რიგი შეცდომებისა, რომელთაც ადამიანები ყოველდღიურად თავისდაუნებურად უშვებენ. მათ აღმოფხვრაში მარტივი მინიშნებები დაგეხმარებათ.

Будующий — будущий

ხანდახან სიტყვაში ზედმეტი ასოს ჩასმა იქ გვინდება, სადაც მისი ადგილი სულაც არ არის. გთავაზობთ ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს. გახსოვდეთ: ზედსართავი ,,будущий“ იწერება სუფიქსით ,,ущ“. ადრე ეს იყო გარემოება, რომელიც ნაწარმოები იყო ზმნისგან ,, будет„ ამიტომ ასო ,, ю“ აქ ვერსადიდან ვერ გაჩნდებოდა. დაიმახსოვრეთ და აღარ აგერიოთ: ,,буду’’ —,,будущий“, ,,следую’’ — ,,следующий”.

Довести до белого колена — довести до белого каления

რაც არ უნდა გესმოდეთ და რაც მთავარია, რა ფერისაც არ უნდა იყოს თქვენი მუხლები ძლიერი გაღიზიანების მომენტში,  მაინც სწორია: ,,до белого каления“. კითხვაზე თუ რა არის каление და რატომ არის ის თეთრი პასუხის პოვნა ჩვეულებრივ სამჭედლოში შეიძლება. სწორედ იქ მეტალი გაცხელებასთან ერთად ჯერ წითელი, შემდეგ ყვითელი და ბოლოს თეთრი, ანუ გავარვარებული ხდება.

День рождение — день рождения

დაბადების დღეზე დაპატიჟებისას ბევრ იუბილარს გულწრფელად ჯერა, რომ დღესასწაულის სახელწოდება საკუთარი სახელია და ის მხოლოდ მთლიანად იბრუნება. სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის. ამ სიტყვათშეხამებაში მთავარი სიტყვა არის ,, день“, ხოლო рождение ნათესაობით ბრუნვაში სწორედ მისგან იბრუნება.

Придти — прийти

არანაირი განსაკუთრებული წესი აქ არ არის, საქმე მხოლოდ იმაშია, რომ ზმნა ,,придти“ უიმედოდ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1956 წელს მიღებული და დაღემდე მოქმედი მართლწერის წესების მიხედვით დაძველდა. ერთადერთი სწორი ვარიანტია ,, прийти’’ (მაგრამ ,, идти“). დღეს ფორმები ,,придти“, ,,притти“, ,,итти“ შეიძლება მხოლოდ ძველ, 1956 წლამდე გამოცემულ წიგნებში შეგხვდეთ.

Комфорка — конфорка

ნუ დაგწყდებათ გული თუ თქვენ დღემდე სიტყვას комфорка იყენებდით. ასეთი ვარინტი მართლაც არსებობდა, თუმცა მრავალი წლის წინ. ახლა ის მოძველდა და არასწორად ითვლება. ასე რომ ერთადერთი სწორი ფორმაა ,,конфорка“.

Тся — ться

ბევრი ადამიანისთვის ეს საკითხი ნამდვილი კოშმარია და დარწმუნებულები ვართ რომ მათ შეცდომაც ბევრჯერ დაუშვიათ. სინამდვილეში ამ ორ ფორმას შორის არჩევანის გაკეთებაში არაფერია რთული. მთავარია არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავს სწორი შეკითხვა დაუსვათ: ,,я хочу ему (что делать?) нравиться“, ,,он мне (что делает?) нравится“.

Скрипя сердцем — скрепя сердце

არ არის გამორიცხული, რომ რთული გადაწყვეტილების მიღებისას თქვენი მთავარი ორგანოს ჭყრაჭუნი გესმით, თუმცა რუსულ ენასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. სწორია გამოთქმა: сердце скрепляют, რომელიც რთული გადაწყვეტილების მიღებამდე ,,გულის გამაგრებას“ ნიშნავს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: eksmo

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი