GE

ზალცბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი ქართველ მასწავლებლებს: იყავით ცნობისმოყვარეები!

განათლების მკვლევარმა ზიგლინდე ვეირინგერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის შესახებ ჩაატარა. მან ისაუბრა თუ რატომ არის სასარგებლო და როგორ არის შესაძლებელი სკოლისა და უნივერსიტეტების, არასამთავრობო, სახელმწიფო, სამეწარმეო და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლობა.

EDU.ARIS.GE-მ ზიგლინდე ვეირინგერს, როგორც გამოცდილ მასწავლებელს, განათლების მკვლევარს, მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსების ხელმძღვანელს, ჰკითხა, ქართველი მასწავლებლის მიმართ რა იქნებოდა მისი გზავნილი, რაზეც მან ასე გვიპასუხა:

„ქართველ მასწავლებლებს მივმართავდი, იყვნენ ცნობისმოყვარეები. იცოდნენ სხვაგან რაღაცები სხვანაირად როგორ კეთდება. მე მასწავლებლის პროფესიული განათლების კურსებს ვხელმძღვანელობდი, იმ მასწავლებლების, რომლებიც განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს ასწავლიდნენ. ისინი წავიდნენ გერმანიაში, ჰოლანდიაში. დაათვალიერეს სკოლები. უკან რომ დაბრუნდნენ, ყველაფერი „ქოფი-ფეისით“ კი არ აიღეს და გადმოიტანეს, რაღაც კონკრეტული ნაწილები შეარჩიეს, რაც ჩათვალეს, რომ მათ სკოლაში დაინერგებოდა. მე მაგას ვერ ვურჩევდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი, თუ ასე შეიძლებოდა გაკეთება.  ეს მათი გადაწყვეტილება იყო.

ქართვლი მასწავლებლების მიმართ ერთადერთი რჩევა ის მექნებოდა, თუ შეუძლიათ, წავიდნენ  უცხო ქვეყნებში, დაესწრონ იქ გაკვეთილებს რამდენიმე საათი და მერე დაფიქრდნენ, იქიდან რისი გამოყენება შეუძლიათ“, – აღნიშნა ზიგლინდე ვეირინგერმა.

ავსტრიის გამოცდიილება – რა შედეგი მოაქვს სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობას

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური