GE

ზამთრის არდადეგების განრიგი სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღებისთვის

2019 – 2020 წლის ზამთრის არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 30 დეკემბრიდან დაიწყება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში დამატებით განუცხადეს, მოსწავლეები სკოლაში 30 დეკემბერს უკვე აღარ მივლენ, (ჩვენს ჩაკითხვამდე კი, მათ შორის დღევანდელი დღის ჩათვლით, უწყებაში სკოლაში არ მისვლის დღეს 31 დეკემბერს ასახელებდნენ).

სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

რაც შეეხება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, აღსაზრდელებისთვის არდადეგების განრიგს ბაღების მართვის სააგენტო ადგენს. მათი ცნობით, სააღმზრდელო პროცესი 30 დეკემბერს დასრულდება და აღსაზრდელები 14 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური