GE

ზედმეტად, შეცდომით და აპელაციისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურები – გამოცდები 2018

გამოქვეყნდა ინფორმაცია 2018 წელს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და საგამოცდო ტესტის შეფასების შესახებ აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე.

პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტესტის შეფასების შესახებ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლების) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე, რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომლებშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ! იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების (თვითმომსახურების ტერმინალისა ან ვებგვერდის) გამოყენებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური