GE

ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღის II სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 4% არ გამოცხადდა

უკვე მეორე დღეა, რაც აბიტურიენტები 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. ამ წუთებში გამოცდის მეორე სესია საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღის II სესიაზე აპლიკანტთა დაახლოებით 4% არ გამოცხადდა.

ზოგადი უნარების გამოცდები დღეს 18:10 საათზე დასრულდება. აბიტურიენტები გამოცდებს ორშაბათიდან გაგრძელებენ და ისინი ჯერ უცხო ენებს, შემდეგ კი არჩევით საგნებს ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური