GE

„ზოგი საბავშვო ბაღი სულ არ დაკეტილა, ზოგი კი მხოლოდ ორი დღით იხსნება და მერე ისევ იკეტება“ – კოვიდსიტუაცია თბილისის საბავშვო ბაღებში

19 ნოემბრის მონაცემებით, დედაქალაქში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან, კორონა პანდემიის გამო, 70 დახურულია.

თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაკეტილი და სამუშაო რეჟიმში მყოფი ბაღების რაოდენობა ფაქტობრივად ყოველდღიურად იცვლება.

ორი დღით ადრე თბილისში 79 საბავშვო ბაღი იყო დაკეტილი, ერთი კვირის წინ კი – 80. იყო დღეები, როცა დროებით დახურული ბაღების რაოდენობა 100-ს ასცდა.

„ზოგი ბაღი ორი დღით იხსნება და მერე ისევ იკეტება. ზოგი ბაღი კი ისე ფუნქციონირებს, რომ რაც სასწავლო პროცესი დაიწყო, სულ არ დაკეტილა ან მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ვირუსი და მხოლოდ 12 დღით მოგვიხდა მისი დახურვა“, – გვითხრეს დედაქალაქის ბაღების მართვის სააგენტოში.

საბავშო ბაღები, ერთ ჯგუფში ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, მთლიანად იკეტება.

ასევე იხილეთ:

ონლაინ სწავლების სურვილით 6 592 მოსწავლე დარეგისტრირდა, 5 439 კი დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა – ბოლო მონაცემები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური