GE

ზუგდიდის მე-5 სკოლის ერთი კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – ინფიცირებულია პედაგოგი

ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მე-9 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

„პედაგოგს მოსწავლეებთან ურთიერთობა იმ დღესაც ჰქონდა, როდესაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის გამო კლასი თვითიზოლაციაში გადავიდა“, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ.

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის გამო ზუგდიდის ორი სკოლა და სამი კლასია სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასული.

წყარო: რადიო ათინათი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური