GE

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სწავლა ორშაბათამდე შეწყდა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში სასწავლო პროცესი ორშაბათამდე შეწყდა. ეს გადაწყვეტილება სასახლის დირექციამ ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღო, რადგან სასახლის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სასახლის დირექტორის, დავით შამათავას თქმით, ტესტირება ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა. შენობას დეზინფექცია ჩაუტარდება.

„ჩავატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გვაქვს, ეპიდემიოლოგების რჩევით, სასახლე ორშაბათამდე არ იმუშავებს“, – უთხრა საქართველოს პირველ არხს მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორმა, დავით შამათავამ.

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური