GE

ზუგდიდში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, ინფიცირებული ბავშვები მე-7 კლასის მოსწავლეები არიან და ისინი უკვე გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

“გუშინ დაუდასტურდათ, ორივე მე-7 კლასელია, პარალელური კლასელები არიან. კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმში არ გადაგვიყვანია. ვინაიდან სკოლაში პირბადის ტარება აუცილებელია და “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” რეკომენდაციით, კლასების დახურვის აუცილებლობა არ დადგა დღის წესრიგში”, – აღნიშნა ბულიამ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რუხის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მე-6 კლასია გადასული. ამ კლასის მოსწავლეებს იზოლაციის პერიოდი 1-ელ მარტს უმთვარდებათ.

წყარო: რადიო „ათინათი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური