72-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა პედაგოგმა კონკურსში გაიმარჯვა https://edu.aris.ge/pnews/72-e-sadjaro-skolis-qartuli-enisa-da-literaturis-ufrosma-pedagogma-konkursshi-gaimardjva.html

2019 წლის 14 აპრილს სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ -„არაქართულენოვანი სექტორის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად“ ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა სსიპ ქალაქ თბილისის #72 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა თამარ ტალახაძემ.

მას საჩუქრად გადაეცა დეპარტამენტის დიპლომით და ფულადი ჯილდოთი (500 ლარი).

72-ე საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგ თამარ ტალახაძეს მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვებას.