72-ე სკოლის მოსწავლეებმა პიესა ,,მინდა შენს ბეჭებზე ვიდგე” წარმოადგინეს https://edu.aris.ge/pnews/72-e-skolis-moswavleebma-piesa-minda-shens-bechebze-vidge-warmoadgines.html

2019 წელს ქ.თბილისის N72 საჯარო სკოლა ჩაერთო თეატრალურ კონკურსში ,,არტსკოლა”. კონკურსის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, თამარ ტალახაძემ დაწერა ღრმად ეროვნული სულისკვეთების მქონე პიესა ,,მინდა შენს ბეჭებზე ვიდგე” და თვითონ დადგა სპექტაკლი 72- ე სკოლის უნიჭიერესი მოსწავლეების მონაწილეობით.

სპექტაკლის ჩვენება გაიმართა პანტომიმის სახელმწიფო თეატრში და დაიმსახურა ძალიან კარგი შეფასებები კომპეტენტური ჟიურის მხრიდან.

სპექტაკლში ჩართული არაქართულენოვანი სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეები უნაკლოდ და თავისუფლად მეტყველებდნენ ქართულად, რამაც ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია.

“ველით შედეგებს,თუმცა რაც არ უნდა გადაწყვიტოს ჟიურიმ, ვფიქრობ, ამ ღონისძიებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ 72-ე სკოლაში უნიჭიერესი პედაგოგები მოღვაწეობენ, რომლებიც სამშობლოს მაღალი ეროვნული ღირებულებების მქონე მომავალ თაობას უზრდიან”, – აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ თამარ ტალახაძეს, სპექტაკლში მონაწილე მოსწავლეებს და უსურვებს წარმატებებს.