აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის №42 სკოლამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა https://edu.aris.ge/pnews/akademikos-ilia-vekuas-saxelobis-tbilisis-42-skolam-tavdacvis-saministros-warmomadgenlebs-umaspindzla.html

2019 წლის 29 ოქტომბერს თბილისი 42-ე სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სტუმრები X-XI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას.

სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.