ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე – ICYS ქართველმა მოსწავლეებმა პირველი ადგილი მოიპოვეს https://edu.aris.ge/pnews/axalgazrda-mecnierta-saertashoriso-konferenciaze-icys-qartvelma-moswavleebma-pirveli-adgili-moipoves.html

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციის მათემატიკის სექციაში ქართველმა მოსწავლეებმა პირველი ადგილი აიღეს.

წელს 16-22 აპრილს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა. რიგით XXIII კონფერენციაში 31 ქვეყნის 270 მოსწავლე მონაწილეობდა. კონფერენციაზე მოსწავლეებმა თავიანთი საპროექტო ნაშრომები 5 სექციაში წარადგინეს. ეს სექციებია – მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, სიცოცხლისა და გარე სამყაროს მეცნიერებები.

წელს საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო 12 მოსწავლით – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 8 და ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) 4 მოსწავლე. მათ წარადგინეს 6 საპროექტო ნაშრომი. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია. შესაბამისად, მოსწავლე სრულუყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

მათემატიკის სექციაში ქართველმა მოსწავლეებმა აიღეს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, რამაც საქართველოს ნაკრები აღნიშნულ სექციაში პირველ ადგილზე გაიყვანა.

ასევე, ვერცხლის მედალი ავიღეთ სიცოცხლის მეცნიერების სექციაში:

საუკეთესოდ იყო ორგანიზებული კონფერენციის კულტურული პროგრამა, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტრანსილვანიის ღირსშესანიშნაობები, მათთვის დაუვიწყარი იყო ტურდას მარილის საბადოსა და ალბა იულიას სამეფო კათედრალის მონახულება.

შემდეგი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება გერმანიის ქ.შტუტგარტში, სადაც კვლავ 12 მოსწავლით წარვდგებით.