კომაროვის სკოლაში სამეცნიერო პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა https://edu.aris.ge/pnews/komarovis-skolashi-samecniero-proeqtis-daskvniti-gonisdzieba-gaimarta.html

კომაროვის სკოლაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან -კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ – გამარჯვებული პროექტის – „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით“- დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

რომელსაც ესწრებოდნენ: კომაროვის სკოლის დირექტორი, ბატონი ივანე კვიტაშვილი; დირექტორის მოადგილე, ბატონი ვახტანგ ჯაოშვილი; ფიზიკის კათედრის პედაგოგები: ბატონი მიხეილ ბერიშვილი და ოთარ ღონღაძე და პროექტში მონაწილე X-XI კლასების მოსწავლეები; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელი, ბატონი გიორგი; არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო საბჭო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში“ – წარმომადგენლები: თამარ პატარაია და შორენა ლორთქიფანიძე; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი გელა დევიძე; სოფელ ბედიანის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ბატონი დავით ნატრიაშვილი.

პროექტის ხელმძღვანელმა, კომაროვის სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ინდირა ნატრიაშვილმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ-პროფესორმა – რევაზ შანიძემ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის დოქტორანტმა გოგიტა პაპალაშვილმა ვრცლად ისაუბრეს პროექტის შესახებ, თუ რა ეტაპები განხორციელდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რა შედეგები ჰქონდა განხორციელებულ პროექტს და მომავალში რა საქმიანობები იგეგმება აღნიშნული მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ.