მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერაბ კოსტავას ეზოში სადღესასწაულო კონცერტი გამართეს https://edu.aris.ge/pnews/mefe-tamaris-saxelobis-skola-pansionis-moswavleebma-da-pedagogebma-merab-kostavas-ezoshi-sadgesaswaulo-koncerti-gamartes.html

2019 წლის 26 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერაბ კოსტავას ეზოში სადღესასწაულო კონცერტი გამართეს.

კონცერტი მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 101-ე , საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების 80 და საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნების 28-ე წლისთავს.