პროფესიები ქოლერიკებისთვის და მერყევი ხასიათის ადამიანებისთვის https://edu.aris.ge/pnews/profesiebi-qolerikebistvis-da-cvalebadi-adamianebistvis.html

არის  თუ  არა პროფესიები  ისეთი  ადამიანებისთვის, რომელთაც  სჭრდებათ  მუდმივი  მრავალფეროვნება, ცვლილებები და  მოძრაობა? თუ როგორც უფროსები ამბობენ,  თქვენ  უბრალოდ იძულებული ხართ, დამშვიდდეთ  და შეეგუოთ?

ამის  განსაზღვრა, რა თქმა უნდა,  მოგიწევთ  ნებისმიერ  შემთხვევაში, ყოველი პროფესია ხომ პასუხისმგებლობასა  და ამა თუ იმ პროფესიული  ფუნქციების  შესრულებას მოითხოვს, გსურთ  თქვენ ეს  თუ  არა. მაგარამ,  მაინც შეგიძლიათ  ეცადოთ  მოძებნოთ  კომპრომისი თქვენს  ტემპერამენტსა  და რეალობას  შორის. საკუთარი  თავის  მთლიანად შეცვლა ძალიან რთულია, საერთოდ ცვალებადობა – უმეტესწილად  თანდაყოლილი  თვისებაა. ინტერესების  არასტაბილურობა, ყურადღების გადატანის  სისწრაფე, გამძაფრებული  ემოციურობა – ეს ქოლერიკული  ტემპერამენტის  მქონე ადამიანების თვისებებია. მათთვის  ნამდვილად არ არის რეკომენდირებული მონოტონური, ერთფეროვანი  სამსახური.

გთავაზობთ პროფესიებს, რომელიც  ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად შეეფერებათ:

ჟურნალისტი

შეიძლება  ითქვას, რომ  ეს საქმიანობის  ის  სფეროა,  რომელიც  სურვილისამებრ გვაძლევს  მრავალფეროვანი  მუშაობის  საშუალებას. ბეჭდურ გამომცემლობაში, ტელევიზიაში, რადიოში, ელექტრონულ გამომცემლობაში, პრეს-სამსახურში  და  ორგანიზაციის  PR -სამსახურში  ჟურნალისტიკური სამსახურის  სპეციფიკა განსხვავდება. სამსახურის  ადგილის შეცვლისას  ყოველ  ჯერზე  ჯურნალისტი  იღებს  სრულიად  ახალ  დავალებებს. მას  აგრეთვე  აქვს  შრომის  ობიექტების  საკმაოდ ფართო არჩევანი. ნებისმიერ  შემთხვევაში, ჟურნალისტები მუშაობენ  სიტყვასთან – თქვენ  შეგიძლიათ  უამბოთ  როგორც  ადამიანების  შესახებ,  ასევე თეატრალური პრემიერების, სამეცნიერო  მიღწევებისა  და ეკონომიკის  სიახლეების  შესახებ… ყოველ  ახალ მასალასთან  ჟურნალისტს  ეძლევა საშუალება  ჩაეფლოს  სრულიად  ახალ და  უცხო  სამყაროში. და  თვითონ  საქმიანობაც  მერყეობს  ინტენსიური  ურთიერთობებისა  და დოკუმენტებთან  მშვიდი, კვლევით  მუშაობას  შორის.  შეიძლება  ითქვას, რომ  ასეთი  მრავალფეროვნება არც ერთ სხვა  პროფესიაში  არ  არის.

დღესასწაულების  ორგანიზატორი

თუკი  თქვენ  ხართ კომუნიკაბელური ადამიანი, შეგიძლიათ  იფიქროთ  დღესასწაულების  ორგანიზატორის  პროფესიაზე.  ეს  არის დამკვეთებთან მუშაობა, ღონისძიების უშუალო ჩატარება, ინტენსიური  ორგანიზატორული საქმიანობა.  და  ასევე  შემოქმედება. ყოველი  ახალი  შეკვეთისთვის თქვენ მოგიწევთ უნიკალური  სცენარის დამუშავება. დღესასწაულები სწრაფად  ცვლიან  ერთმანეთს და  ჩნდება ახალ  შეკვეთაზე  გადართვის  საშუალება, ასე რომ მოსაწყენად არ გეცლებათ.

რეკლამა

სარეკლამი  სფეროში მენეჯერად  მუშაობის  დროს თქვენ  გეძლევათ საკმაოდ ფართო არეალი თქვენი ძალების  გამოსავლენად. მოგიწევთ კომუნიკაციით,  ანალიტიკური  ანგარიშებით და  შემოქმედებით  დაკავება. განსაკუთრებული  ყურადღება  შეიძლება  მიექცეს  BTL- მარკეტინგის სფეროს.  ამ განხრით მომუშავე სპეცილისტი დაკავებულია სარეკლამო  აქციების ( პრეზენტაციების,  დეგუსტაციების და სხვა – დამოკიდებულია  კლიენტისა და თვით  რეკლამისტის   ფანტაზიაზე)  ორგანიზებით. ამ სამსახურიში შედის  აქციების  სცენარის  დამუშავება, პერსონალის  შერჩევა მისი  ჩატარებისთვის,  ადამიანებთან  შეთანხმება, შედეგების  გაანალიზება  და ანგარიშების  წერა ხელმძღვანელობასა  და კლიენტისთვის.

ქოფირაითერი

მიაქციეთ  ყურადღება  ქოფირაითერის საქმიანობას. ეს  შემოქმედებითი  პროფესიაა. ქოფირაითერის  მთავარი  ამოცანაა – იდეების  გენერირება. თანაც,  დღეს შეიძლება  ის  ამუშავებდეს ახალი  გასართობი  ცენტრის სარეკლამო კამპანიის  კონცეფციას, მხოლოდ ზეგ- წერდეს სატელევიზიო რგოლის სიუჟეტს  მაღაზიისთვის. გარდა  შემოქმედებისა, ეს სამსახური  მოიცავს  დამკვეთებთან  მოლაპარაკებებს და საჭირო  მასალების  მოძიებას.

შემოქმედება

საერთოდ  ნებისმიერი შემოქმედებითი  სამსახური  არ  გვაძლევს  მოწყენის  საშუალებას – მსახიობი, მხატვარი, რეჟისორი, მუსიკოსი, ფოტოგრაფი, დიზაინერი, იმიჯმეიკერი… ტრადიციულად, ტელევიზიაზე  მუშაობაც ითვლება  საკმაოდ  მრავალფეროვან  სამუშაოდ.

პროექტების  მენეჯერი

პროექტების მენეჯერის  პროფესია არც ისე  დიდი ხნის  წინს  გაჩნდა. ასეთი სპეციალისტის  ამოცანაა- ბიზნეს-პროექტის  „ნულიდან“  შექმნა. ყოველ ჯერზე  იცვლება პროექტის  სპეციფიკა: დღეს  ეს  ადამიანი ორგანიზებას უწევს  კადრების  სააგენტოს, ხვალ –  კოსმეტიკურ  კლინიკას და  ზეგ – ავეჯის  წარმოების ქარხანას.  აქ  საჭიროა ახალი  საქმის  დეტალებში სწრაფად  გარკვევა, სათანადო სპეციალისტების შერჩევა, ყველა  საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება. იმის  შემდეგ, რაც პროექტი  იქნება ნათლად  ორგანიზებული, მენეჯერი  აბარებს  შემდგომ  ამოცანებს  სხვა  სპეციალისტებს და გადადის  მომდევნო  პროექტზე.

მოგზაურობა

გარემოს ხშირი შეცვალა და მუდმივად ახალი  შთაბეჭდილებები   გარანტირებულია  ასევე  ისეთ  პროფესიებში, რომლებიც დაკავშირებულია  მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობასთან : გიდი, გეოლოგი, გეოგრაფი, არქეოლოგი…

მასწავლებელი

კარგი მასწავლებლები და  აღმზრდელები  ამბობენ, რომ მათი  პროფესიაც  არ  არის  მოსაწყენი: ყოველი  ახალი დღე გვიმზადებს ახალ ამოცანებს, თითოეულ  ბავშვს  სჭირდება  ინდივიდუალური  მიდგომა.

სულ  სხვა პოლუსზეა ისეთი  პროფესიები, რომელთა დამახასიათებელია  ერთფეროვნება  და მონოტონურობა: საბუთებთან მუშაობა ( არქივარიუსი, მესაწყობე, ბიბლიოთეკარი, სხვადასხვა მექანიზმების ოპერატორები, ბანკის ოპერატორი, ბუღალტერი), ტრანსპორტის მძღოლი, მოლარე, კორექტორი, ლაბორანტი.

***

ნიშნავს  თუ  არა  ზემოაღნიშნული  იმას, რომ ერთ-ერთი  რეკომენდირებული პროფესიის  არჩევისას, თქვენ დარწმუნებული იქნებით  იმაში, რომ არჩეული პროფესია  არასოდეს  არ  მოგბეზრდებათ?  რა თქმა უნდა,  არა. დიახ, ეს პროფესიები  მოგცემენ  მეტ შანსებს მრავალფეროვანი საქმიანობისთვის, მაგრამ შემდგომში  ყველაფერი  თქვენზეა დამოკიდებული.

შეიძლება ყველაზე საინტერესო სამსახურიც მოგწყინდეს  – თვით  მისი  მრავალფეროვნებითაც  კი. ამავდროულად,  ნებისმიერ  საქმეში შეიძლება  განვითრება  და ოსტატობის ახალი ასპექტების  ათვისება. ნებისმიერ  სამსახურში  შეიძლება ჩარჩე  რუტინაში, მაგრამ  შეიძლება  ასევე  სამუშაოში შემოქმედებითი წვლილის  შეტანა. თუ არის  მოძრაობა და  ცვლილებები – მოწყენა არ მოგიწევთ. იმის  მოლოდინი, რომ  ვიღაც მოვა და მრავალფეროვანს გახდის  თქვენს ცხოვრებას, უაზრობაა. შეიძლება  ასეც  ითქვას: მალევე  გბეზრდება  ის, რაშიც  არ  ჩადებ სულსა და  გულს. ყოველთვის  მალევე  გწყინდება იმის კეთება, რაც „ასე მიღებულია“, „ასეა  საჭირო“, ყველაფერი  რაც ასე თუ  ისე დაკისრებულია, და გაუცნობიერებლად არის  არჩეული. გაითვალისწინეთ  ეს პროფესიის არჩევის  დროს.

და  ბოლოს კიდევ  ერთი  ნიუანსი. თუ კი  თქვენთვის  „მოსაწყენი“  ხდება ყოველ  მეორე თვეს  ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს კიდებთ, ე.ი.  მეტი ყურადღება  უნდა მიაციოთ  თქვენს თავს და ეძიოთ  ამის გამომწვევი მიზეზი. გარდა ზემოაღნიშნული  საკითხებისა, იფიქრეთ  კიდევ ამის შესახებ: შეიძლება, სიტყვა „მომბეზრდა“-ს მიღმა იმალება  თქვენი  იმედგაცრუება, როდესაც  ვერ მიაღწიეთ  სასურველ  წარმატებებს  საქმეში? შეიძლება ყვეალფერი მალე  გბეზრდებათ სწორედაც  იმ  მომენტში, როდესაც გხვდებათ  პირველი  სირთულეები? ან შეიძლება ეს  უბრალოდ გადატვირთვაა, ასე  ვთქვათ, საერთო გადაღლა, რაც ასევე  გამოისახება  „ყველაფრის  მობეზრებით“. შესაძლოა რაიმე არსის  ძიებაში  ხართ. თუ ასეა,  ეძიეთ  ის! ბოლოს და ბოლოს, კერძოდ რა გბეზრდებათ? დაუსვით  კითხვები  თქვენს თავს და  გულახდილად  უპასუხეთ  მათ. მხოლოდ  მაშინ  შეძლებთ გაცნობიერებული  არჩევნის  გაკეთებას.

გისურვებთ წარმატებებს!