ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში მასწავლებლებს შორის კულინარიული, სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა https://edu.aris.ge/pnews/qartul-amerikul-skola-progresshi-maswavleblebs-shoris-kulinariuli-sportuli-da-inteleqtualuri-shedjibri-gaimarta.html

ქართულ ამერიკულ საერთაშორსო სკოლა “პროგრესში” ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის ფილიალების თანამშრომლებს შორის მოეწყო მეგობრული შეჯიბრი ინტელექტუალურ თამაშში “რა სად და როდის”, მხიარულ სტარტებში და ასევე გაიმართა “კულინარიული დუელი”.

სამივე სკოლის შეკრების მიზეზი იყო, რომ მათ ერთად ეზეიმათ პირველ რიგში მეგობრობა, თანამშრომლობა და პროგრესი. ღონისძიების მონაწილეები სკოლის დირექციიდან და თანამშრომლებიდან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

გამარჯვებულები და მონაწილეები სკოლის დირექციამ სერტიფიკატებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.