ქართულ-ამერიკულ სკოლაში “ტალანტ-შოუ” გაიმართა https://edu.aris.ge/pnews/qartul-amerikul-skolashi-talant-shou-gaimarta.html

23 მაისს ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. სკოლის თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა “ტალანტ-შოუ”.

მონაწილეებმა შეასრულეს ჟანრობრივად განსხვავებული ნომრები, მათ შორის იმღერეს ქართულ და ინგლისურ ენებზე, დაუკრეს ფორტეპიანოზე , ვიოლინოზე, ასევე იცეკვეს, წარმოადგინეს ფოკუსები,თვალდახუჭულებმა ააწყვეს რუბიკის კუბი და ა.შ.

ჟიურიმ გამოავლინა “ტალანტ-შოუ”-ს ორი გამარჯვებული მოსწავლე – ანასტასია კოპალეიშვილი და ნიკოლოზ კუპატაძე.

დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. ქართულ-ამერიკულ სკოლა მადლობას უხდის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.